ძლიერი წვიმის შედეგად, ფოთის ქუჩები დაიტბორა
ფოთი დაიტბორა - რამდენიმე საათიანი წვიმის შემდეგ ქუჩები და საცხოვრებელი სახლების ეზოები წყლით გაივსო.
ხალხი ამბობს რომ სტიქია სახლებში შეუვარდა და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ფოთში უხვი ნალექი სერიოზულ პრობლემებს ქმნის.
წვიმის შემდეგ ავტომობილებით გადაადგილება რთულდება და ხალხს წყალი შესდის სახლების პირველ სართულებზეც, მიზეზი სანიაღვრე სისტემის პრობლემაა რომელიც წლებია ვერ გვარდება.
ხალხი ამ წუთბშიც გაწმენდითი სამუშოების დაწყებას და მძიმე ტექნიკის გამოჩენას ელოდება.