სიღნაღში, მანქანა 4 ქვეითს დაეჯახა - 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 3 ადამიანი.
ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს.
თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ოთხ გაჩერებულ ქვეითს ერთდროულად შეეჯახა.
დაშავებულები წნორის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ის მალევე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.