მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

17.08.26 20:58
მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი უფლებადამცველი "პირველებს" უდასტურებს. 

ადვოკატის ცნობით, სასამართლო პროცესი ხვალ, 18 აგვისტოს გაიმართება. 

სახლშია კი, ხელწერილის საფუძველზე. კი [ბრალს აღიარებს] გადაცდომის ნაწილში, ზედმეტი მოუვიდა ცოტა, მაგრამ არაფერი ისეთი. 

კი, ხვალ იქნება პროცესი, მაგრამ რომელ საათზე არ ვიცი. ვფიქრობთ, რომ სიტყვიერი შენიშვნით, ან ჯარიმით [გაათავისუფლებენ]. 

რა თქმა უნდა, [თავდასხმის ფაქტზე] დაწყებულია გამოძიება," - ამბობს ადვოკატი. 

ცნობისთვის, შსს-ს განცხადებით, მეტეოროლოგი ფარტენაძე ქუჩაში ლანძღვა-გინების გამო დააკავეს.