"ყოველდღე ვივლი პროკურატურაში და მათ მოკლე მეხსიერებას შევახსენებ, რომ გამოსაძიებელია ჩემი შვილის საქმე" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა
თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, ყოველდღე ივლის პროკურატურაში და შეახსენებს, რომ მისი შვილის საქმე გამოსაძიებელია. ამის შესახებ მან "ფორმულას" ეთერში განაცხადა.
თეონა თამაზაშვილი აღნიშნავს, რომ ზეგ, 19 აგვისტოს პროკურატურაში ახალ განცხადებას შეიტანენ.
ყოველდღე ვივლი პროკურატურაში და მათ მოკლე მეხსიერებას შევახსენებ, რომ გამოსაძიებელია ჩემი შვილის საქმე... 6 წელია ჯოჯოხეთში ვცხოვრობ. ზეგ შევიტანთ ახალ განცხადებას პროკურატურაში," - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.