ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი

18.08.26 13:16
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი

ბათუმის ძველ ბულვარში ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი კაცი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ახალგაზრდა კაცები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა მეორეს მინის ნამსხვრევებით ჭრილობა მიაყენა, მეორემ კი პირველის წინააღმდეგ დანა გამოიყენა. 

დაშავებულები სამკურნალოდ კლინიკაში გადაიყვანეს. 

მხილებულები არიან მომხდარ ფაქტში მონაწილე პირები, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.