მარნეულში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს და თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ - დაკავებულია 2 პირი

19.08.26 10:28
მარნეულში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს და თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, მარნეულის მუნიციპალიტეტის  ერთ-ერთ სოფელში მდებარე სავაჭრო ობიექტის გარე პერიმეტრზე განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს და მასში მოთავსებულ თანხას  მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. დაზიანებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატი შემთხვევის ადგილიდან მოშორებით გადააგდეს და თავად მიიმალნენ.

ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, თანასოფლელის კუთვნილი ავტომობილის სანომრე ნიშანი მოიპარა და საკუთარ ავტომობილზე დაამაგრა.

  • სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს, ხოლო მოპარული ჩასარიცხი აპარატი და ავტომობილის სანომრე ნიშანი ნივთმტკიცებად  ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები