სოფო ბიბილაშვილი შვილს მიმართავს
გურამ დადიანიძის ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ, სოფო ბიბილაშვილი შვილს მიმართავს
„გური, მოვიდა დრო, ეს რას ნიშნავს, შვილო?“ - წერს სოციალურ ქსელში სოფო ბიბილაშვილი.
შეგახნსებეთ, რომ 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე გუშინ ღამით ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა.
"მოვიდა დრო" [ასევე ითარგმნება, როგორც: "ჩვენ დრომდე", "წამოვიდა დროზე"] - წერია Facebook-ის პოსტზე.
ვინ დაწერა აღნიშნული პოსტი, ამ დროისთვის უცნობია.
დადიანიძის ოჯახის ახლობლები შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებენ
ბოლო პოსტი გურიკო დადიანიძის გვერდზე 2013 წელს არის გაზიარებული.