ოსურ ენაზე გამოქვეყნებული პოსტი დადიანიძის ფბ-ზე - რა ეჭვები აქვს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის დედას
"მოვიდა დრო"... 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ფბ-ზე ამ ერთი პოსტის გამოჩენამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. გაჩნდა არაერთი ვერსია და ეჭვი.
გამოძიება ჯერ ვერ ამბობს, საიდან მოხდა პოსტის დაწერა და ხომ არ სარგებლობს ვინმე დედის მძიმე ემოციური მდგომარეობით, რომელიც ლომისის სალოცავთან დაკარგულ შვილს წლებია უშედეგოდ ეძებს.
თავად სოფო ბიბილაშვილი ეჭვობს, რომ ვიღაც მისი შვილის ფბ-ით "თამაშობს და ხალხს იგდებს". დედა ამბობს, რომ თუ გურამ დადიანიძეს რამის დაწერა ან გამოჩენა უნდოდა, მაშინ არა ფესიბუქზე დაწერდა, არამედ მას და ნათესავებს პირადად მისწერდა.
სოფო ბიბილაშვილის თქმით, მგავს შემთხვევას ადრეც ჰქონდა ადგილი - "3 თუ 4 რაღაც დაიწერა - დე ცოცხალი ვარ, მერე დაიწერა რუსუდად "მალე მოვალო" დ აახლა ოსურად დაიწერა "დადგა დროო".
ვიცი რომ გურიკას საიტია. და ვიცი, გურიკამ საიტი თუ ჩართო, მაშინ დედასაც მისწერდა და ეტყოდა, ცოცხალი ვარ და მოვდივარ. გურიკა კახა გელაშვილს რისთვის მისწერდა, როცა დედა და მამა ჰყავს. ვიღაცა აკეთებს ამას და მაგრად თამაშობს. არივიცი, ამ საქმეს თუ სათამაშოდ ხდის, მაშინ ეს ხალხის აგდება გამოდის. თქვენ რომ იყოთ ჩემს ადგილას, დე ცოცხალი ვარ და კახა გელაშვილთან აქვს მიწერილი, რას იფიქრებთ. მე მაგალითად ვფიქრობ, რომ ეს არის სიცრუე. იმიტომ, რომ გურიკას ქვეყანა ხალხი ჰყავს დედა ჰყავს, ამამ, მამიდა, ბიძა, ბიძაშვილები, ჩვენ მოგვწერდა, რაღა კახა გელაშვილს მისწერდა. არავისზე ეჭვი არ მაქვს. 3 თუ 4 რაღაც დაიწერა - დე ცოცხალი ვარ, მერე დაიწერა რუსუდად "მალე მოვალო" დ აახლა ოსურად დაიწერა "დადგა დროო" და მე საიდან უნდა ვიცოდე - ჩემმა შვილმა ჩემი ფბ იცის, თუ დაწერა უნცოდოა, მომწერდა მე. მართლა არაფერი ვიცი. თუ პოლიცია არ დაადგენს, საიდან მოდს ეს მესიჯები, პროკურატურაშია გადაცემული და გამომჟღავნდება ყველაფერი. ადვოკატმა მითხრა, დავადგენთ ყველაფერსო და არაფერი არ ვიცი სხვა".- ამბობს სოფო ბიბილაშვილი.
გაუჩინარებული ბიჭის დედის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის თქმით, თუ რომელი ქვეყნიდან და რომელი აიპიდან მოხდა ფბ-ზე პოსტის გამოქვეყნება, ამას გამოძიება დაადგენს.
ვინც დაპოსტა "დედა ცოცხალი ვარო", რომელი ქვეყნიდან. იმის აიპი გარკვეული მაქვს, მაგრამ ვერ ვისაუბრებ, ხელი მეშლება გამოძიებაში", - ამბობს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.
შეგახსენებთ, რომ 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე გუშინ ღამით ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა.
"მოვიდა დრო" [ასევე ითარგმნება, როგორც: "ჩვენ დრომდე", "წამოვიდა დროზე"] - წერია Facebook-ის პოსტზე.
ვინ დაწერა აღნიშნული პოსტი, ამ დროისთვის უცნობია. დადიანიძის ოჯახის ახლობლები შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებენ.