ჟიტომირში რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა - დაშავებულია 53 ადამიანი

20.08.26 10:25
ჟიტომირში რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა - დაშავებულია 53 ადამიანი

უკრაინის ქალაქ ჟიტომირში გუშინდელი რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა -53 ადამიანი კი დაშავდა

მაშველები ადგილზე მუშაობას აგრძელებენ - ხანძარი ჩამქრალია. ამჟამად საგანგებო და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობ.

ადგილზე სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპეციალისტებმა და უკრაინის წითელი ჯვრის სწრაფი რეაგირების ჯგუფის წარმომადგენლებმა დახმარების პუნქტები განალაგეს. 

სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

მსგავსი სიახლეები