უკრაინამ რუსეთის ენერგეტიკულ და სამრეწველო ინფრასტრუქტურას დაარტყა
უკრაინის საპასუხო შეტევა რუსეთზე - უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მასშტაბური იერიშის სამიზნე რუსეთის ენერგეტიკული და სამრეწველო ინფრასტრუქტურა გახდა.
დრონები ერთდროულად რამდენიმე რეგიონში — თათრეთში, კრასნოდარის მხარეესა და ტამბოვში გაუშვეს.
აფეთქებას ყველაზე მძიმე შედეგები ნიჟნე-კამსკის ნავთობგადამამუშავებელ კომპლექსში მოჰყვა, სადაც გაჩენილ ხანძარს, წინასწარი ინფორმაციით, 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, სავარაუდოდ, უცხოელი მუშებიც არიან.
პარალელურად, დაზიანდა ოკუპირებული ყირიმისკენ მიმავალი ენერგოხიდის საკვანძო ქვესადგური, რაც რუსეთის საწვავისა და ენერგეტიკული სექტორის უსაფრთხოების მყიფეობაზე მიუთითებს..