რაღა ბრეჟნევის ეპოქის გოსკინო და რაღა დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული კინოცენტრი - გოგი გვახარია

20.08.26 12:35
რაღა ბრეჟნევის ეპოქის გოსკინო და რაღა დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული კინოცენტრი - გოგი გვახარია

ხელოვნებათმცოდნე, ჟურნალისტი და პუბლიცისტი გოგი გვახარია დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნულ კინოცენტრს ბრეჟნევის ეპოქის გოსკინოს ადარებს.

ჟურნალისტი, რომელიც კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს აშუქებს, სოციალურ ქსელში გერმანელი კოლეგა ჰანს შლეგელის მიერ ნაამბობ ისტორიას იხსენებს, რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ჰანსი ობერჰაუზენის ფესტივალზე, შემრჩევ კომისიაში მუშაობდა.

სწორედ მან უამბო გვახარიას, როგორ დაბლოკა მოსკოვმა აღნიშნულ ფესტივალზე გოდერძი ჩოხელის ძალიან საინტერესო ფილმის ჩვენება. 

ხელოვნებადმცოდნე პარალელს დღევანელობათან ავლებს.

გერმანელმა კოლეგამ, ნაადრევად გარდაცვლილმა ჰანს შლეგელმა მიამბო ეს ისტორია.
გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ჰანსი ობერჰაუზენის ფესტივალზე, შემრჩევ კომისიაში მუშაობდა. საქართველოდან შეიტყო, რომ ახალგაზრდა რეჟისორმა გოდერძი ჩოხელმა ძალიან საინტერესო საკურსო ფილმი გადაიღო. მაგრამ ფილმს ობერჰაუზენში მოსკოვის ნებართვის გარეშე ვერ უჩვენებდნენ.
-"ადგილის დედა?" ასეთი ფილმი არ არსებობს!" უთხრეს შლეგელს მოსკოვში და ასე დახურეს ეს თემა.
ჩამოვიდა თბილისში, შეხვდა კინოსტუდიის დირექციას.  შლეგელს საიდუმლოდ გადასცეს გოდერძი ჩოხელის მოკლემეტრაჟიანი ფილმის იაუფი (ფირი კოლოფებში ინახებოდა და "იაუფს" ვეძახდით).  ჩემოდანში ჩადო, ტანსაცმელში გაახვია და ასე გადაიტანა დასავლეთ გერმანაიში.. "ადგილის დედა" ობერჰაუზენის ფესტივალის გრან-პრით დაჯილდოვდა.
ცდილობდნენ გაერკივიათ, საიდან მოხვდა ფილმი დასავლეთ გერმანაიში. გოსკინომ, ორგაზაციამ, რომელიც პასუხისმგებელი იყო საბჭოთა ფილმების ქსპორტზე, ობერჰაუზენის ფესტივალს საპროტესტო წერილი გაუგზავნა, იმუქრებოდნენ, რომ დასრულდებოდა გამოძიება და კინოსტუდია "ქართული ფილმი", ან თეატრალური ინსტიტუტი დაჯარიმდებოდა. ამასობაში ქვეყნის სათავეში მოვიდა გორბაჩოვი, დაიწყო "პერესტროიკა" და შლეგელიც გადარჩა და ჩვენი კინოსტუდიაც.
ხვდებით ხო რატომ გავიხსენე ეს ისტორია?  რაღა ბრეჟნევის ეპოქის გოსკინო და რაღა დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული კინოცენტრი", - წერს გოგი გვახარია. 

რეჟისორი უტა ბერიას თქმით, კინოცენტრმა ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმ „ცრემლსადენი გაზის“ ჩვენების ჩაშლა სცადა.

როგორც რეჟისორი სოციალურ ქსელში წერს,  2022 წელს მოპოვებული დაფინანსების ნახევარი ეროვნულმა კინოცენტრმა ფილმის წარმოების პროცესში არ გასცა და მიზეზი დღემდე არ უთქვამთ.

"კინოცენტრისგან მივიღეთ გაფრთხილების წერილი, რომ ფილმის საჯაროდ ჩვენების შემთხვევაში ფულადი ჯარიმა დაგვეკისრება" - წერს უტა ბერია. 

  • ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე უტა ბერიას მხატვრულმა ფილმმა, „ცრემლსადენი გაზი“ დამოუკიდებელი ჟიურის პრიზი მიიღო.
  • რეჟისორმა მიღებული ჯილდო პატიმარ მათე დევიძეს მიუძღვნა. ფილმის ნაწილი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს არის გადაღებული.

 

მსგავსი სიახლეები