ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს.
მოქალაქეების ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ სახლში გაჩნდა. არსებობს ხანძრის გავრცელების რისკი.
მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან.
ამ დროისთვის, დამატებითი დეტალები უცნობია.
[ფოტო: "აჭარა თაიმსი"]