მინისტრი მიქანაძე განმარტავს, სად იქნება შესაძლებელი სასკოლო ფორმის შეძენა

20.08.26 14:56
მინისტრი მიქანაძე განმარტავს, სად იქნება შესაძლებელი სასკოლო ფორმის შეძენა

განათელბის მინისტრი, გივი მიქანაძე ამბობს, რომ საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, მინიმუმ, ერთი სარეალიზაციო პუნქტი იქნება გახსნილი, სადაც ფიზიკურად ყველას შეეძლება სასკოლო ფორმის შეძენა.  

სარეალიზაციო პუნქტების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი მომავალი კვირიდან გახდება - განაცხადა მიქანაძემ.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, „მომავალი კვირიდან ჩაეშვება ონლაინპლატფორმა, რომლითაც შესაძლებელი იქნება, რომ მშობელმა თავისი შვილისთვის ფორმა ონლაინ გამოიწეროს.

საცალო ვაჭრობის გადახდისას, თუ ონლაინ შეძენისას, სხვადასხვა ბანკის მიერ მოქმედებს საშეღავათო „ქეშბექ“ პოლიტიკა, რომელზეც ასევე დეტალურად იქნება გაზიარებული ინფორმაცია,“ - აღნიშნა მიქანაძემ.

სასკოლო ფორმები, რომელიც 2026-2027 წლიდან დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის სავალდებულო ხდება, 1 სექტემბრიდან გაიყიდება. პირველ ეტაპზე მხოლოდ პირველკლასელებისთვის და მისი შეძენა სპეციალურად გამოყოფილი სივრცეებში პირველიდან 14 თებერვლადმდე იქნება შესაძლებელი. 

რა ეღირება ფორმა მათთვის, ვისაც უფასოდ არ გადასცემენ:

  • ბიჭის პიჯაკი - 45 ლარი;
  • ბიჭის შარვალი - 25 ლარი;
  • გოგოს პიჯაკი - 45 ლარი;
  • გოგოს შარვალი - 25 ლარი;
  • გოგოს ქვედაბოლო - 25 ლარი.
  • ერთი ბავშვის სასკოლო ფორმა, რომელშიც შევა პიჯაკი და ორი შარვალი ან შარვალი და კაბა 95 ლარი ეღირება.

ტანსაცმელი უსასყიდლოდ გადაეცემათ I-VI კლასის იმ მოსწავლეებს, რომლებიც:

  • რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65001 ქულაზე ნაკლებია;
  • ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;
  • განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;
  • ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;
  • განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;
  • 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული ომის გამო ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას.