ირაკლი რუხაძემ კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა

20.08.26 15:27
ირაკლი რუხაძემ კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა

ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ, რომელმაც ამა წლის 15 აპრილს "ლიბერთი ბანკი" გაყიდა, კიდევ ერთი ბიზნესი გაასხვისა. საუბარია რუსთავის მეტალურგიული ქარხნის არმატურის საწარმოო ხაზზე, რომელიც რუხაძემ მეტალურგიულ კომპანია "პიემ მეტალს" მიჰყიდა. 

  • ამის შესახებ BMG კომპანიის ამონაწერისა და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე იუწყება.

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა „ჰანიველ პარტნერსის“ საკუთრებაშია. რეესტრის თანახმად, "რუსთავის ფოლადმა" 2025 წლის დეკემბერში დააფუძნა კომპანია "იბერია რიბარი", რომელსაც გადასცა კომპანიის საკუთრებაში არსებული არმატურის საწარმოო ხაზი, ხოლო 2026 წლის 30 ივლისს "იბერია რიბარის" მფლობელი გახდა ბიზნესმენ გიორგი მირიანიშვილის საკუთრებაში მყოფი "პიემ მეტალი".

პარალელურად კი ცნობილი ხდება, რომ "ლიბერთი ბანკის" ყოფილი გენერალური დირექტორი ბექა გოგიჩაიშვილი „რუსთავის ფოლადის“ დირექტორი გახდა. გადაწყვეტილება, რომელიც კომპანიის მფლობელებმა მიიღეს, საჯარო რეესტრში 23 ივლისიდან აისახა. ბექა გოგიჩაიშვილმა იგორ კორიტკო ჩაანაცვლა, რომლის პოსტიდან გათავისუფლებას და ახალი დირექტორის დანიშვნას პარტნიორებმა "კომპანიის საუკეთესო ინტერესები" უწოდეს.

  • ბექა გოგიჩაიშვილი „ლიბერთის“ გენერალური დირექტორად 2022 წლის ივნისში დაინიშნა და პოსტს „ბაზისბანკის“ მიერ „ლიბერთის“ შეძენამდე (2026 წლის 16 აპრილი) იკავებდა. მანამდე, 2020 წლიდან იყო სს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.