ავტომობილების გაზრდილი რეექსპორტი ირანში - ავტოიმპიორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი რისკებზე საუბრობს
საქასტატის მონაცემებით, ირანში ავტომობილების რეექსპორტი 78,458%-ით არის გაზრდილი - ავტოიმპიორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი რისკებზე საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ თუ საქართველოდან ირანის მიმართულებით გაგრძელდება ავტომობილების გაყვანა, ეს მძიმე შედეგის მომტანი იქნება.
ალექსი ნონიაძე ვარაუდობს, რომ ჯერ კონკრეტულ კომპანიებს, შემდგომ კი უშუალოდ ქვეყანას მოსთხოვონ რეექსპორტის აკრძალვა.
ადრე თუ გვიან ეს გამოიწვევს აშშ-ის ყურადღებას, სადამდე მივა, ვერ გეტყვით, - ამბობს ის.
ეს დროებითი მოვლენაა, თვითონ ირანის ხელისუფლებამ ეს შესაძლებლობების ფანჯარა დროებით გახსნა, ჩვენი ინფორმაციით და ძალიან შორს მიმავალი გეგმები ამასთან დაკავშირებით არც ქვეყანას არ უნდა დაგველაგებინა, არც დილერებს და არც კომპანიებს. თუ ასე გაგრძელდა და მოწინავე პოზიციებზე რეექსპორტის ქვეყნებში, მოწინავე ადგილზე იქნება ირანი, ბუნებრივია, ადრე თუ გვიან ეს გამოიწვევს აშშ-ის ყურადღებას. არ გამოვრიცხავთ, რომ შეიძლება ცალკეული კომპანიები, შეიძლება მოითხოვონ ქვეყნისგან, რეექსპორტი აკრძალონ, შეიძლება სანქციებიც დაწესდეს. სადამდე მივა, ვერ გეტყვით, - ამბობს ნონიაძე.
საქსტატის მონაცემების თანახმად, საქართველოდან ირანში 119 მილიონი დოლარის ღირებულების 6,749 ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა - საუბარია იანვარ-ივლისის პერიოდიზე.
შედარებისთვის, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ავტოექსპორტი მხოლოდ 7 ავტომობილს შეადგენდა, მისი ღირებულება კი 151 ათასი დოლარი იყო. შესაბამისად, წელს თანხობრივად ირანში ავტოექსპორტი 78,458%-ით გაიზარდა.
- ამ მაჩვენებლით ირანმა პირველად საქართველოს ავტოექსპორტის რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა ყირგიზეთის და ყაზახეთის შემდეგ.
ცნობისთვის, ირანში ავტოექსპორტი 2026 წლის 28 თებერვლის, ანუ აშშ-ის და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ გააქტიურდა.