რეკორდულად გაზრდილი პარკინგის ჯარიმები - 7 თვეში სახელმწიფოში თითქმის 14 მილიონი შევიდა

22.08.26 11:08
რეკორდულად გაზრდილი პარკინგის ჯარიმები - 7 თვეში სახელმწიფოში თითქმის 14 მილიონი შევიდა

7 თვეში სახელმწიფოში პარკინგის ჯარიმებიდან თითქმის 14 მილიონი შევიდა - საუბარია იანვარ-ივლისშის პერიოდზე. ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 80%-ით არის გაზრილი და 13.6 მლნ ლარს შეადგენს. წინა წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი 7 588 944 ლარი იყო.

რაც შეეხება 2025 წლის სრულ მაჩვენებელს, შარშან ბიუჯეტში აღნიშნული დარღვევიდან ჯამში, 17 527 091 ლარი შევიდა.

  • ცნობისთვის, 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა და ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა.

მძღოლები თბილისში საპარკინგე სივრცეების გაუმართაობაზე და კოლოსალურად გაზრდილ ჯარიმებზე საუბრობენ - ამბობენ, რომ ამ მხრივ დედაქალაქში კატასტროფული მდგომარეობაა. 

ოპოზიცია კი კალაძის პასუხისმგებლობაზე მიუთითებს - "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, თაზო დათუნაშვილის თქმით, თბილისის მერი სწორედ გაზრდილი ჯარიმების ხარჯზე "ძარცვავს თბილისის მოსახლეობას და ხელს არ იღებს მათი ჯიბეებიდან".

მერი, რომელიც მესამე ვადით არის ძალით შემოტენილი თბილისელებზე და მთავარი ერთ-ერთი დაპირება, რომლითაც ამ ქალაქის თავში მოვიდა "სითი პარკის" ჯარიმების გაუქმება იყო, უკვე 8 წელია თბილისელების ჯიბეებიდან ხელს არ იღებს, ჩაყოფილი აქვს და არ იღებს.  ეს უჯდება თბილისელებს თითქმის 14 მილიონი ლარი რამდენიმე თვეში. ლაპარაკი არის კოლოსალურ ჯარიმებზე. თბილისელებმა პარკირების ადგილებსი მაგივრად, უკეთესი ქალაქის მაგივრად მიიღეს კოლოსალურად გაზრდილი ჯარიმები,მერი, რომელიც მათი ჯიბეებიდან ხელს არ იღებს, არავითარი საპარკინგე ინფრასტრუქტურა, სრულიად მოუწესრიგებელი გზები და სრული სატრანსპორტო კოლაფსი", - აცხადებს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი.