"თავისუფლების ხმა ციხიდან" - პატიმრების მშობლები გაზეთებს დღეს გურიაში დაარიგებენ
"თავისუფლების ხმა ციხიდან" და "საკანი 101"- აღნიშნული სახელწოდების გაზეთებს პატიმრების მშობლები დღეს გურიაში დაარიგებენ.
ამ გაზეთებშია წერილები, რომლებიც პატიმრებმა ციხეებში დაწერეს და სადაც აღწერენ, თუ რის გამო არიან პატიმრობაში.
მშობლების თქმით, კამპანიის მიზანია, მაქსიმალურად მეტმა ადამიანმა გაიგოს, რისთვის არიან ციხეში გამოკეტილი, პროევროპული აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდები.
ვაგრძელებთ ბრძოლას პროპაგანდის წინააღმდეგ. გვინდა უშუალოდ შევხდეთ იქაურ მოსახლეობას. გვინდა მათ პირადად ჩვენგან გაიგონ ჩვენი შვილების ამბები", - ამბობენ მშობლები