მთავრობამ საწვავის აქციზიდან 7 თვეში 442 მილიონი მიიღო - ზრდა 12%-ია

22.08.26 18:22
მთავრობამ საწვავის აქციზიდან 7 თვეში 442 მილიონი მიიღო - ზრდა 12%-ია

ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მთავრობამ 2026 წლის იანვარ-ივლისში საწვავის აქციზიდან 442 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან 48 მილიონი ლარით არის გაზრდილი, რაც პროცენტურად 12%-ით ზრდაა. 

დოკუმენტის მიხედვით, გადახდილი აქციზიდან:

  • 206 მილიონი ლარი წარმოადგენდა ბენზინის აქციზის გადასახადს (კლება წინა წელთან 2.3%);
  • 139 მილიონი ლარი იყო დიზელის საწვავის აქციზი (კლება წინა წელთან 9.5%),
  • ხოლო სხვა ნავთობპროდუქტების აქციზი კი 96 მილიონ ლარს შეადგენდა (ზრდა წინა წელთან 231%).

შესაბამისად, მიმდინარე წელს დიზელისა და ბენზინის აქციზის შემოსავლები შემცირებულია, სხვა კატეგორიის საწვავის აქციზის შემოსავლები კი მზარდია.

  • არსებული მდგომარეობით, ერთი ტონა ბენზინის აქციზის გადასახადი შეადგენს 500 ლარს, იქიდან გამომდინარე რომ ბენზინის სიმკვრივეა 0.7361, ერთი ტონა ბენზინი შეადგენს 1358 ლიტრს, ხოლო ერთ ლიტრზე გაანგარიშებით აქციზის გადასახადი 37 თეთრს (უფრო ზუსტად 36.819 თეთრს) შეადგენს.
  • რაც შეეხება დიზელის საწვავს, ერთ ტონა დიზელზე აქციზი შეადგენს 400 ლარს, იქიდან გამომდინარე რომ დიზელის სიმკვრივეა 0.8367, ერთი ტონა დიზელი შეადგენს 1195 ლიტრს, ხოლო ერთ ლიტრზე გაანგარიშებით აქციზის გადასახადი 33.5 თეთრს (უფრო ზუსტად 33.473 თეთრს) შეადგენს.

მსგავსი სიახლეები