შაბათის საპროტესტო მარში - მოქალაქეები სოლიდარობას ემიგრანტებს უცხადებენ

22.08.26 20:23
შაბათის საპროტესტო მარში - მოქალაქეები სოლიდარობას ემიგრანტებს უცხადებენ

თბილისში შაბათის ტრადიციული მარში იმართება - დღეს მოქალაქეები სოლიდარობას ემიგრანტებს უცხადებენ. პროტესტის მონაწილეები ამ წუთებში ავლაბრის მეტროდან მსველობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან.

დღეს ხალხი ისევ იძულებით ემიგრაციაში წასულ ქართველებს უცხადებს სოლიდარობას, ადამიანებს, რომლებმაც სხვადასხვა  მიზეზის გამო მიატოვეს საკუთარი პროფესია და წავიდნენ სხვა ქვეყანაში უკეთესი მომავლის იმედით.

"როცა სახელმწიფო ივანიშვილს ემსახურება, სოფლები და ქალაქები იცლება" - ეს დღევანდელი საღამოს მთავარი სლოგანია.

უცვლელია სხვა მოთხოვნებიც, რომელსაც ტრადიცულ შეკრებაზე წინააღმდეგობაში ჩართული მოქალაქეები აჟღერებენ. მოქალაქეები აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.