აქციებზე დაკავებულების მშობლები გაზეთებს დღეს ჩოხატაურში არიგებენ
„სიმართლის გამავრცელებელი გაზეთები“ დღეს ჩოხატაურში დარიგდება. აქციებზე დაკავებულების მშობლები ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს მთელი დღის განმავლობაში გამართავენ და საკუთარი შვილების ისტორიებს პირადად მოუყვებიან.
მშობლები ჩოხატაურის მცხოვრებლებს უამბობენ, რატომ აღმოჩნდნენ მათი შვილები ციხეში და როგორ ცდილობს, მათი შეფასებით, სახელისუფლებო პროპაგანდა მათ დისკრედიტაციას პატიმრობიდან ორი წლის შემდეგაც.
კამპანიის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი მიზანია, რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებამდე უშუალოდ მიიტანონ ინფორმაცია დაკავებულთა საქმეების შესახებ და საზოგადოებას მათი შვილების რეალური ისტორიები გააცნონ.
300 გაზეთით შემოვედით და ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით "გაიტაცეს", ხელიდან ხელშ აწვდიან ერთმანეთს. ძალიან ბევრი გულშემატკივარი ვნახეთ, თანაგვიგძნობენ, გვეუბნებიან, რომ ყველაფერი რიგზე იქნება, აუცილებლად გამოვლენ სინდისის პატიმრები გამარჯვებულები, - ამბობს ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე.