ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებისთვის“ ემზადებიან
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. ვადამდელი „საპრეზიდენტო არჩევნებისთვის“ ემზადებიან. დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაციამ კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი დაასრულა, არჩევნები კი 18 სექტემბრისთვისაა დანიშნული.
ვადამდელი ე.წ. არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ალან გაგლოევმა დე ფაქტო ლიდერის თანამდებობა დატოვა და მოსკოვში სამუშაოდ გადავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, გაგლოევმა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მრჩევლის თანამდებობა მიიღო.
ამ დროისთვის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერის მოვალეობას რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი ასრულებს, რომელიც თავადაც მონაწილეობს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში და ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად განიხილება.