თამუნა მუსერიძის თქმით, დღეს გაიგო, რომ 2018 წელს სესხები არ ჩამოაწერეს - "ჩემს გარდა არაერთი ადამიანია"

24.08.26 17:30
თამუნა მუსერიძის თქმით, დღეს გაიგო, რომ 2018 წელს სესხები არ ჩამოაწერეს - "ჩემს გარდა არაერთი ადამიანია"

თამუნა მუსერიძის თქმით, დღეს გაიგო, რომ 2018 წელს სესხები არ ჩამოაწერეს - ტელეწამყვანის განმარტებით, სასამართლო 2019 წელს ისე ჩატარდა, რომ მას არ ამის შესახებ არ აცნობეს და ამდენი წლის შემდეგ დღეს გაიგო, რომ თურმე სესხი აქვს გადასახდელი. 

საუბარია ივანიშვილის დანაპირებზე, როცა 2018 წელს,  ოცნების დამფუძნებელი მოსახლეობას დაპირდა რომ მისი საქველმოქმედო ფონდი კომერციული ბანკებიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან სესხების პორტფელს შეისყიდდა და ხალხის მილიარდზე მეტ ვალს თავად გაისტუმრებდა.

მუსერიძე ამბობს, რომ მის გარდა მსგავს მდგომარეობაში უამრავი ადამიანია და უამრავი მოქალაქე ჩივის, რომ მათ 2018 წელს სესხები არ ჩამოაწერეს. 

2015 წელს ბაზის ბანკიდან გამოვიტანე სესხი, რომელიც შემდგომ ფინანსური მდგორეობის და პრობლემების გამო ვერ გადავიხადე, მაგრამ ყველას ახსოვს, რომ 2018 წელს სესხები ჩამოგვაწერეს. მოგვივიდა შეტყობინება, რომ ჩამოგვაწერეს სესხი. აქამდე, 2026 წლამდე ვიცხოვრე ისე, რომ მეგონა ეს სესხი იყო ჩამოწერილი, თუმცა, მირეკავს პოლიცია რამდენიმე დღის წინ და მეუბნება, რომ ჩატარდა დაუსწრებელი სასამართლო, ვერ მიპოვეს და რადგან ვერ მიპოვეს, სესხი მაქვს გადასახდელი.

მოვედი პოლიციაში და ირკვევა, რომ ეს სასამართლო თურმე ჩატარდა სესხების განულების ერთი წლის მერე, ანუ 2019 წელს და 2019 წლიდან 2026 წლამდე ეს გადაწყვეტილება არ ვიცი სად იყო,  მაგრამ ჩამბარდა დღეს. დრეს იმიტომ ჩამბარდა და იმიტომ ჩატარდა სასამართლო დაუსწრებელი, რომ მე ვერ მიპოვეს, მაგრამ მიოივეს ერთი კვირის მერე. ახლა ველოდები იმას, რომ  შევიტანო სარჩელი სასამართლოში და დავიცვა ჩემი უფლებები, იმიტომ, რომ თუ არ იყო ეს სესხი ჩამოწერილი, ხომ უნდა მცოდნოდა აქამდე? - ან გადავიხდი ან გადავანაწილებდი ან რაღაცას გავაკეთებდი, მაგრამ არავინ არ დამკავშირებია, არც მისამართზე, არც ტელეფონზე, არც მეილზე. და ამდენი წლის შემდეგ, რომ ვიგებ რომ სესხი მაქვს, აქამდე ხომ უნდა მქონოდა ინფორმაცია.

როგორც ჩემი ვიდეოს ქვეშ არსებული კომენტარებიდან ირკვევა, ჩემს გარდა არაერთი ადამიანია მსგავს მდგომარეობაში. მათაც ეგონათ, რომ ეს სესხები ჩამოწერილი ჰქონდათ,  მაგრამ, სამწუხაროდ, ინფორმაცია არ ჰქონდათ იმის შესახებ, რომ მათი სესხები იყო აქტიური, სად ჩაუტარდათ სასამართლოები და დღეს ეს ადამიანები იხდიან სესხებს", - ამბობს თამუნა მუსერიძე.  

მსგავსი სიახლეები