რუსეთმა უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტს დრონებით დაარტყა
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე ოდესის ოლქში, მოლდოვის საზღვართან მდებარე „ვინოგრადოვკას“ საერთაშორისო საავტომობილო სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დრონებით დაარტყა.
რუსების იერიშის შედეგად გამშვები პუნქტის ინფრასტრუქტურა დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა.
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ამჟამად გამშვები პუნქტის მუშაობა შეჩერებულია.