გაეროს 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, რუსეთს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდა

25.08.26 12:50
გაეროს 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, რუსეთს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდა

გაერო-ს 50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთს უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებისკენ მოუწოდებს. ერთობლივი განცხადება, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რას­მუ­სენ­მა გაავრცელა.

"დღეს უკ­რა­ი­ნა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს – 35 წელი მას შემ­დეგ, რაც 1991 წელს ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­და. ეს იყო უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, მათ შო­რის რუ­სეთ­მა, აღი­ა­რა. თუმ­ცა, ზე­ი­მის დღის ნაც­ვლად, დღე­ვან­დე­ლი დღე ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს ოთხწე­ლი­წად­ნა­ხე­ვარს რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნა­ში უკა­ნო­ნო, სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი სამ­ხედ­რო შეჭ­რის და­წყე­ბი­დან – გა­ე­რო-ს

თუმ­ცა, დღე­ვან­დე­ლი დღე, ზე­ი­მის ნაც­ვლად, ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს ოთხნა­ხე­ვა­რი წლის რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნა­ში უკა­ნო­ნო სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი სამ­ხედ­რო შეჭ­რის და­წყე­ბი­დან. ეს არის გა­ე­როს წეს­დე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრინ­ცი­პე­ბის აშ­კა­რა და მუდ­მი­ვი დარ­ღვე­ვა. რუ­სე­თის შეჭ­რამ ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნა წე­სებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო წეს­რი­გის სა­ფუძ­ვლე­ბი და შე­არ­ყია რო­გორც რე­გი­ო­ნუ­ლი, ასე­ვე გლო­ბა­ლუ­რი მშვი­დო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ლარს ლოკე რას­მუ­სენ­მა.

განცხადებას, ბოლო პერიოდის პრაქტიკის მიხედვით, არ შეუერთდა ამერიკის შეერთებული შტატები, თუმცა გამოვიდა მოწოდებით ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობაზე.

მსგავსი სიახლეები