"ჩემი მშობლები მეუბნებოდნენ, რომ ჩემს ხმას მნიშვნელობა აქვს" - 8 წლის ქართველ ბიჭს ნიუ იორკის მერმა ოცნება აუსრულა (ვიდეო)
8 წლის ქართველ ბიჭს ნიუ იორკის მერმა ოცნება აუსრულა - სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება მაქსიმე კახიძის მიმართვა, სადაც ქართველი ემიგრანტი ნიუ-იორკის მერის, ზოჰრან მამდანის გვერდით დგას.
ვიდეო მაკ-კინლის პარკში სათამაშო მოედნის გახსნის ცერემონიაზეა გადაღებული. მაქსიმე ამბობს, რომ მერ მამდანს მოედნის გახსნა ორი თვის წინ ვიდეომიმართვის სთხოვა.
"ჩემი მშობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ჩემს ხმას მნიშვნელობა აქვს, მადლობა მერ მამდანის და ნიუ-იორკის პარკების დეპარტამენტს ჩემი აზრის მოსმენისთვის" - თქვა 8 წლის ქართველმა ბიჭმა სათამაშო მოედნის გახსნის ცერემონიაზე.
„გამარჯობა ყველას. ჩემი სახელია მაქსიმე და ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ვარ. მადლობა, მადლობა მერ მამდანის მოწვევისთვის, ამას ძალიან ვაფასებ. აბა, გინდათ გაიგოთ აქ როგორ აღმოვჩნდი? დაახლოებით ორი თვის წინ ჩავიწერე ვიდეო, სადაც ვთხოვდი მერ მამდანის, დაგვხმარებოდა მაკ-კინლის პარკში სათამაშო მოედნის გახსნაში. ის თითქმის ორი წელი დაკეტილი იყო. მაგრამ, იცით რა? რამდენიმე კვირის შემდეგ, პარკი საბოლოოდ გაიხსნა.
ასე რომ, მადლობა მერ მამდანის და ნიუ-იორკის პარკების დეპარტამენტს ჩემი აზრის მოსმენისთვის. ამას ძალიან ვაფასებ. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია პარკების გახსნა, რადგან ბავშვებს სათამაშოდ უსაფრთხო და სახალისო გარემო სჭირდებათ.
ჩემი მშობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ჩემს ხმას მნიშვნელობა აქვს და მინდა მადლობა გადავუხადო მათ ჩემი რწმენისთვის და იმისთვის, რომ სტიმულს მაძლევდნენ, ხმა ამომეღო. და მინდა სხვა ბავშვებმაც იცოდნენ, რომ თქვენს ხმასაც აქვს მნიშვნელობა. თუ ხედავთ რამეს, რაც შესაცვლელია, არასოდეს შეგეშინდეთ ხმის ამოღების. მადლობა Renew Crew-ს და გუნდის თითოეულ წევრს, რომელიც თავდაუზოგავად შრომობს, რათა ნიუ-იორკი საცხოვრებლად უკეთეს ადგილად აქციოს. და მადლობა მერ მამდანის. მოდით, შევინარჩუნოთ ნიუ-იორკის პარკები ბავშვებისთვის ღია” – ამბობს ქართველი ემიგრანტი, მაქსიმე კახიძე.
“ძალიან ყოჩაღი ხარ, მაქსიმე” - უპასუხა მას მერმა მადანმა.