პროკურორმა დაადასტურა, რომ ღარიბაშვილის წინააღმდეგ საქმეში 3 მთავარი მოწმის ჩვენება დევს
პროკურატურა ადასტურებს, რომ ახალ სისხლის სამართლის საქმეში გამოძიებას ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ სამი მტავარი მოწმის ჩვენება აქვს- ესენი არიან: ბიზნესმენი ზურაბ ტუკვაძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე და მისი ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.
აღნიშნული გამოკითხვის ოქმები არის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, თუმცაღა ბრალდების მხარე ყოველთვის იღებს გადაწყვეტილებას მტკიცებულებათა შეჯერების შედეგად", - განაცხადა ანი ლეკიაშვილმა.
სხვა მოწმეებზე პროკურორს არ უსაუბრია - როგორც ანი ლეკიაშვილმა განაცხადა ბრალდების მხარეს გამოძიების ეტაპზე შეკრებილი აქვს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, რომლებიც პირდაპირ უთითებენ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენაზე.
ბრალდების მხარეს გამოძიების ეტაპზე შეკრებილი აქვს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, რომლებიც პირდაპირ უთითებენ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. ასევე წერილობითი დოკუმენტაცია, ნივთიერი მტკიცებულებები და სხვა. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, ბრალდების მხარეს გაუჩნდა იმის სამართლებრივი საფუძველი, რომ არსებობდა შესაბამისი სტანდარტი ირაკლი ღარიბაშვილისთვის ბრალის წარდგენის და გამოიტანა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ.
როგორც მოგეხსენებათ, თავდაცვის სამინისტრომ აწარმოვა ტენდერები უშუალოდ გორის სამხედრო ჰოსპიტლის მიერ სხვადასხვა ტექნიკისა და აპარატურის შეძენასთან დაკავშირებით. აღნიშნული ტენდერების სახელშეკრულებო ღირებულება ჯამში იყო 19 მლნ, რომელთან დაკავშირებითაც შესაბამის მფარველობასა და გარანტიებს გასცემდა მაშინდელი პრემიერ - მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ამ სახელშეკრულებო ღირებულების 10% მიტანილი იქნა შესაბამისი პირის მიერ ვასილ მხეიძესთან, საიდანაც 750 ათასი ლარი აიღო ქრთამის, ნაღდი ფულის სახით ირაკლი ღარიბაშვილმა. ჯუანშერ ბურჭულაძემ უშუალოდ ხელზე, ქრთამის სახით, 750 ათასი ლარი გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს", - განაცხადა ანი ლეკიაშვილმა.
"პირველების" ჟურნალისტმა დღეს საქმის პროკურორს ასევე ჰკითხა, რა ახალი გარემოება გახდა ცნობილი პროკურორატურისთვის, რის შემდეგაც გადაწყვიტეს, რომ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღეძრათ ღარიბაშვილის წინააღმდეგ.
7 თვის წინაც კარგად მახოვს რას გპასუხობდით, გპასუხობდით, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ იყო გამოკითხული მოწმის სახით ირაკლი ღარიბაშვილი და შესაბამისად, ის მოწმეთა დასაკითხ სიაში არ იყო მითითებული, როგორც მოწმე. რაც შეეხება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, მაშინ მე არ მისაუბრია. მე განგიცხადეთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვა იმ ეტაპზე არ იგეგმებოდა. ეს არ ნიშნავს, რომ გამოძიება არ მიმდინარეობდა და არ ხდებოდა მტკიცებულებების შეკრება".- განაცხადა ანი ლეკიაშვილმა.
- ირაკლი ღარიბაშვილს გუშინ ახალი კორუფციული ბრალი წარუდგინეს - საქმე ჯარის ძარცვის საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ეხება.
პროკურატურა ამბობს, რომ გამოძიებასთან თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ ითანამშრომლეს.
გამოძიების თანახმად, ჯარის ძარცვიდან მიღებულ ქრთამს ჯუანშერ ბურჭულაძე ყოფილ პრემიერთან იყოფდა. საუბარია 1 500 000 ლარზე, რომლის ნახევარი ქრთამის სახით თავად დაიტოვა ბურჭულაძემ, ნახევარი კი ირაკლი ღარიბაშვილს რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა.
ახალი კორიფციული ბრალი, რომელიც ღარიბაშვილს წარედგინა 11-15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, "შაბათის ეთერის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ირაკლი ღარიბაშვილის გვარი ჯარის ძარცვის საქმეში ერთი წლის წინ იპოვეს, მას ხელი ბიზნესმენმა ზურა ტუკვაძემ დაადო, რომელიც ნუნუკა თამაზაშვილის ნათესავის ყოფილი ქმარია.