6 მილიონის ნარკოტიკები საბურავებში - რუსთავში ჩატარებული სპეცოპერაციის ახალი დეტალები
ახალი დეტალები ხმაურიანი ნარკოდანაშაულის საქმეზე - "პირველებმა" გაარკვია და გადაიღო ყველა ლოკაცია, სადაც რუსთავში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები ნარკოტიკებს ინახავდნენ. ერთ-ერთი მისამართი სასტუმრო "ვიპ ჰოტელია". თანამშრომლები ადასტურებენ, რომ კრიმინალური პოლიცია მათთან ჩხრეკაზე ორი დღის წინ შევიდა.
არაფერი არ არის დალუქურლი. საერთოდ არ იყვნენ იმ დღეს ოთახში, კარი დაკეტილი ჰქონდათ, აგსაღები ჰქოდნათ წაღებული. იმ ღამეს საერთოდ არ იყვნენ ოთახში. კულტურული და ზრდილობიანი ბიჭები იყვნენ, ჩანთა ყველას აქვს ახლა, არ ვაკვირდებით. ორი-სამი დღის შესულები იყვნენ ბინაში", - ამბობს სასტუმროს თანამშრომელი "პირველებთან".
"პირველების" ინფორმაციით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ - უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე სასამართლომ უკვე გაუშვა წინასწარ პატიმრობაში.
ირკვევა, რომ დაკავებულებიდან ერთ-ერთი აზერბაიჯანის მოქალაქეა- ადვოკატის ინფორმაციით, ის 3 დღის წინ ჩამოვიდა თბილისში და რუსთავში სახლი იქირავა.
უფლებადამცველი ირწმუნება, რომ კრიმპოლის მიერ ამოღებული ნარკოტიკები 6 მილიონის ღირებულების არ არის და არც საბურავებში მის დამალვას ადასტურებს.
აღმოჩენილია დიდ რაოდენობით ნარკოტიკი რუსთავში ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში. ერთ-ერთი დამქირავებელი იყო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. შესაბამისად ედავებიან ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობას. ამ ეტაპზე თავს არ ცნობს დამნაშავედ. 6 მილიონის ნარკოტიკების ამოღებას ვერ დავადასტურებ, მაგრამ არის საკმაო რაოდენობა ამოღებული. სულ ორი-სამი დღის ჩამოსულია, შესაბამისად, ის უარყოფს რაიმე კავშირს ამ ნარკოტიკთან და მე ვერ გავაკეთებ ვერანაირ კომენტარს.
საზღვარზე ვინ შემოიტანა და როგორ ნარკოტიკი, ეს ჯერ უცნობია. დაკავებულები ერთმანეთის მეგობრები არიან, დიახ. მიზანი საქართველოში ჩამოსვლის მოგზაურობა იყო. საბურავებში ნარკოტიკების შენახვას ვერ დავადასტურებ. სადღაც სამი დღის ჩამოსული იყო, რომ დააკავეს. აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. საიდან გაჩნდა ნარკოტიკები სახლში, ამასთან დაკავშირებით არაფერს არ იძახის. მისთვის უცნობია, როგორც მოხვდა (ნარკოტიკები სახლში)", - ამბობს ადვოკატი თამარ დოხრურიშვილი.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 33 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ჰაშიში" ავტომანქანის საბურავებიდან ამოიღეს - სპეცოპერაცია რუსთავში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ჩატარდა.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ხელბორკილები უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს დაადეს.
როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ განაცხადა, 33 კგ-მდე ე.წ. ჰაშიშის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 6 მილიონს შეადგენს.
სამართალდამცველების მიერ რუსთავში, ბრალდებულების კიდევ ერთი საცხოვრებელი ბინიდან და სასტუმროს ნომრიდან, ასევე ამოღებულია, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, „ჰეროინი“ და „მეთადონი“.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები შეთანხმებულად მოქმედებდნენ და ნარკოტიკის რეალიზაციას სხვადასხვა მეთოდით გეგმავდნენ.