ღარიბაშვილმა უნდა თქვას, როგორ გაჩნდა "მეორე ფრონტის" შესახებ ცრუ ნარატივი - გიორგი შაიშმელაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან ბრძოალს აანონსებს - საზოგადოება და ოპოზიცია კი მას ალაპარაკებისკენ მოუწოდებს. "თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელს, გიორგი შაიშმელაშვილს ირაკლი ღარიბაშვილისგან აინტერესებს, ოგორ გაჩნდა "მეორე ფრონტის" შესახებ ცრუ ნარატივი.
შაიშმელაშვილის ყოფილ პრემიერთან ასევე კითხვები აქვს 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან და "ტროლებისა და ბოტების" ქარხანასთან დაკავშირებით.
ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა მის მიერ მოთხრობილი და გადმოცემული მთელი ეს ამბავი - როგორ გაჩნდა "მეორე ფრონტის" შესახებ ცრუ ნარატივი. იმიტომ, რომ ის იყო ამ დროს პრემიერ-მინისტრი, და მეტიც "ოცნებამ" თქვა, რომ მასთან უშუალო კავშირი ჰქონდა იმდროინდელ აშშ-ს ელჩს დეგნანს, სადაც თითქოს ამ საკითხებმა გაიჟღერა. უნდა გვითხრას, რადგან ეს არის თემა, რომლის ირგვლივაც ერთის მხრივ ამ ქვეყნის ბედისწერა ლამის შეიცვალა.
უნდა გვითხრას მან რა კავშირები ჰქონდა ამ ძალადობრივ ჯგუფებთან (5 ივლისის მოვლენები), როგორ ხდებოდა მათი ორგანიზება, რა როლი ჰქონდა ამ ყველაფერში საპატრიარქოს, მის უშუალო გარემოცვას და ა.შ. ასევე როგორ შექმნა ტროლებისა და ბოტების ქარხანა თავის მეგობრებთან ერთად ჯერ შსს-ში, მერე მთავრობსი ადმინისტრაციაში და ბოლოს თავდაცვის სამინისტროში", - აცხადებს გიორგი შაიშმელაშვილი.
გუშინ ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესს არ დაესწრო. მოგვიანებით კი განცხადება გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ "სპექტაკლში მონაწილეობას არ აპირებს". ექს-პრემიერმა თქვა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე პოლიტიკური პროცესია.
ღარიბაშვილმა წერილში ასევე დაწერა, რომ მის წინააღმდეგ ჩვენებები ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის შედეგად მიაცემინეს. ყოფილი პრემიერის განცხადებაში კონკრეტული პირები დასახელებული არ არიან, თუმცა, სავარაუდოდ, ის თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და მისი ცოლის ძმას გულისხმობს, რადგან გამოძიების ინფორმაციით, სწორედ მათ მისცეს ჩვენებები ღარიბაშვილის წინააღმდეგ.
ასევე ნახეთ:
- აღარ ვმონაწილეობ თქვენ სპექტაკლში! - ღარიბაშვილი განმარტავს, რატომ არ დაესწრება სასამართლო პროცესებს
- ღარიბაშვილი წერილში წერს, რომ ჩვენებები მის წინააღმდეგ ზეწოლით მიაცემინეს