ლილუაშვილის ადვოკატის თქმით, რომეო მიქაუტაძე სუს-ში ნამყოფი საერთოდ არ არის
გრიგოლ ლილუაშვილიდ ადვოკატი, ლანა ცერცხვაძე ამბობს, რომ ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, რომეო მიქაუტაძე, სუს-ში ნამყოფი საერთოდ არ არის. არადა გამოძიება ამბობს, რომ მიქაუტაძემ ლილუაშვილს ქრთამი სუს-ში, პირდაპირ მის კაბინეტში გადასცა.
ლანა ცერცვაძის თქმით, პროკურატურას საქმეში ამის მამტკიცებელი არც ვიდეო ჩანაწერი უდევს და არც სატელეფონო ჩანაწერი.
"აღნიშნული მოწმის მხრიდან ელემენტარული მიწერის დონეზე, რომ „მოვედი“, სატელეფონო ჩანაწერიც კი არ არსებობს. [სუს-ის] მისამართზე,ზოგადად, ბატონი მოწმე საერთოდ არ არის ნამყოფი" - ამბობს ლილუაშვილის ადვოკატი.
ლანა ცერცვაძის თქმით, ის, რომ მიქაუტაძე სუს-ის შენობაში ნამყოფი არ არის, ამას დღევანდელ პროცესზე მათი მოწმე, გრიგოლ ლილუშვილის დაცვის წევრი დაადასტურებს. დახურულ პროცესზე დღეს ადვოკატების მტკიცებულებების გამოკვლევა სწორედ ამ მოწმის ჩვენებით დაიწყო.
ეს მოწმე იწყებს და ასრულებს საუბარს გრიგოლ ლილუაშვილის კაბინეტიდან, მაგრამ ფაქტია, რომ გრიგოლ ლილუშვილის კაბინეტში რომ ადამიანი მომხდარიყო და საუბარია სუს-ზე, მას უნდა გაევლო გზები. ზოგადად, გაიარა თუ არა ამ პირმა ეს გზა და მოხვდა თუ არა გრიგოლ ლილუაშვილის კაბინეტში, რომ არაფერი ვთქვათ 15 კილოიან ხელბარგზე სწორედ ამის გამორკვევას შეეცდება დაცვის მხარე.
დღეს ერთი მოწმე, ბატონი გრიგოლის დაცვის წევრი გვყავს წარმოდგენილი. მე მაქვს მოლოდინი, რომ დასახელებული პირი სრულად და ამომწურავად მიაწოდებს ინფორმაციას რაც რეალობაში მოხდა.
ადმინისტრაციული შენობა არის სრულად დაკამერებული. მსგავსი კატეგორიის ინფორმაცია რომ ჰქონოდა ბრალდების მხარეს, რომ ზოგადად ეს მოწმე საერთოდ რომ მისულიყო სუს-ში, მინიმუმ, ვიდეო-ჩანაწერი მაინც იარსებებდა. აღნიშნული მოწმის მხრიდან ელემენტარული მიწერის დონეზე, რომ „მოვედი“, სატელეფონო ჩანაწერიც კი არ არსებობს. [სუს-ის] მისამართზე,ზოგადად, ბატონი მოწმე საერთოდ არ არის ნამყოფი. მით უფრო, როცა ვსაუბრობთ დაახლოებით 15 კილოიან ჩემოდანზე თუ ხელბარგზე, სუს-ში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დაცული შენობაა ქვეყანაში, ვინმე შემოწმების გარეშე შევიდეს, წარმოუდგენელია“, - განაცხადა ლანა ცერცვაძემ.
- ამასთან, ადვოკატ ლანა ცერცვაძის თქმით, ასევე დღევანდელ პროცესზე დამატებითი მტკიცებულებების დართვის თაობაზე დააყენებენ შუამდგომლობას, რითაც სასამართლოს განჩინებით საჯარო უწყებიდან ინფორმაციის მოწოდებას მოითხოვენ.
პროცესის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა ბრალდების მხარემაც - პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის თქმით, გაურკვეველია, მხოლოდ ერთმა მოწმემ, ამ შემთხვევაში დაცვის წევრმა როგორ უნდა დაადასტუროს, რომ მიქაუტძეს ლილუაშვილისთვის კაბინეტში ქრთამი არ მიუტანია.
რაც შეეხება მტკიცებულებებს, პროკურორი ამბობს, რომ საქმეში არაერთი აუდიო ჩანაწერი დევს იგივე "ქოლ-ცენტრების" ეპიზოდთან დაკავშირებით.
დაცვის წევრი თუ რაიმე ფორმით ჩართული იყო ამ მოცემულობაში რომელიმე ეპიზოდთან მიმართებით, მე მსგავსი ინფორმაცია არ გამაჩნია. სხვა მხრივ ამ მოწმემ როგორ შეიძლება განმარტოს ის, რომ ერთ კონკრეტულ პირს ბრალდებულისთვსი ქრთამი არ გადაუცია, ჩემთვის საკმაოდ ბუნდოვანია.
მაგალითად ქოლ-ცენტრების ეპიზოდთან მიმართებით გამოკვლეული გვაქვს აუდიო- ჩანაწერი, სადაც მონაწილეობს ბრალდებულთან ახლო კავშირში მყოფი ანდრია ლილუაშვილი - საუბარია მათ შორის ბრლადებულზეც. მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაცია სრულ თანხვედრაში მოდის ამ საუბრებთან", - აცხადებს მარიამ ბერძენიშვილი.
სუს-ის ყოფილი უფროსის პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ისევ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
- ლილუაშვილი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახაბერ გვანცელაძეს, მას „ატკატების“ აღებისთვის ბრალი გასული წლის დეკემბერში წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებით, გვანცელაძეს დიდი ოდენობით თანხის აღებაში ლილუაშვილი მფარველობდა და ამ სქემაში სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული.