მერია მეტროს ახალი ვაგონების ფოტოებს აქვეყნებს

26.08.26 17:58
მერია მეტროს ახალი ვაგონების ფოტოებს აქვეყნებს

თბილისის მერია მეტროს ახალი ვაგონების ფოტოებს აქვეყნებს. განცხადების მხიედვით, მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება. 

თბილისის მერია აღნიშნავს, რომ ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა.

მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა. 

მეტროს განახლება და ახალი ვაგონების შემოყვანა ქალაქის სატრანსპორტო სისტემის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. 

ახალი მოძრავი შემადგენლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მგზავრთა კომფორტს, უსაფრთხოებასა და მომსახურების ხარისხს და თბილისის მეტროს თანამედროვე სტანდარტებთან კიდევ უფრო დააახლოებს," - წერია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები