მიხეილ სააკაშვილი დიმიტრი მედვედევს პასუხობს

26.08.26 20:47
მიხეილ სააკაშვილი დიმიტრი მედვედევს პასუხობს

 

 

მიხეილ სააკაშვილი დიმიტრი მედვედევს პასუხობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსეთის ყოფილ პრეზიდენტს მიმართავს და ეუბნება, რომ მის მუქარებს ახდენა არ უწერია.  

  • ცნობისთვის, დიმიტრი მედვედევი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიხეილ სააკაშვილის ბედის გაზიარებით დაემუქრა. 

"მე ტყვეობაში ვარ, შენ კი ბუნკერში. მაგრამ ეს არაფერი. მე შენზე მეტს მოვესწრები, ისევე როგორც პრეზიდენტი ზელენსკი" - ამბობს სააკაშვილი.

ჩემი პასუხი დიმიტრი მედვედევს, რომელიც ზელენსკის ჩემი ბედის გაზიარებით ემუქრება.
დიმა, შე პოცო, როგორც ჩვეთან ოდესაში ამბობენ...
რა არის, ისევ გაილეშე? ნუ სვამ ამდენს.
ნუ გვემუქრები ნურც მე და ნურც ზელენსკის.
გპასუხობ ჩემი კამერიდან, სადაც შენს მარიონეტებს ვყავარ დატყვევებული.
მინდა ვუთხრა ხალხს, რაზეა ლაპარაკი.
რუსეთთან ომის დასრულებისთანავე, 2008 წელს, ჩვენთან ეზოში, კატა გამოჩნდა, რომელსაც ჩემმა შვილებმა რატომღაც მედვედევი დაარქვეს.
რაღაც დროის შემდეგ ის სადღაც გაუჩინარდა და კვალიც არ დაუტოვებია.
სამაგიეროდ, ის მედვედევი, რომლის სახელიც კატას დავარქვით, ყოველთვის მიბრუნდება, როცა ნახევარ ლიტრს დალევს და ხმამაღლა მახსენებს.
ხო, დიმონ, მე ტყვეობაში ვარ, შენ კი ბუნკერში. მაგრამ ეს არაფერი.
მე შენზე მეტს მოვესწრები, ისევე როგორც პრეზიდენტი ზელენსკი, რომელსაც ჩემი ბედის გაზიარებით ემუქრები.
შენ კი ჩემს კატას გაჰყვები. სადაც არის კიდეც შენი გზა," - განაცხადა სააკაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები