ამ დრომდე სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნაზე ინფორმაცია არ შემოსულა - საგარეო

27.08.26 18:37
ამ დრომდე სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნაზე ინფორმაცია არ შემოსულა - საგარეო

ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი ღვარცოფისა და მეწყრის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში არ შესულა.

როგორც საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხოდ იმყოფებიან.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხოდ იმყოფებიან. ამ დრომდე, სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ სამინისტროში ინფორმაცია არ შემოსულა. საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა შესაბამის უწყებებთან“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ბოლო მონაცემებით, ნეპალში ღვარცოფისა და მეწყრის შედეგად სულ მცირე 359 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაკარგულად ითვლება 900-ზე მეტი.

„ბიბისის“ ცნობით, ტიბეტის რეგიონში დაკარგულად ითვლება სულ მცირე 558 ადამიანი, დადასტურებულია სამის დაღუპვა.