"პირველების" ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილმა ფრიდონ ბუბუტეიშვილი შეიწყალა

27.08.26 20:39
"პირველების" ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილმა ფრიდონ ბუბუტეიშვილი შეიწყალა

"პირველების" ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ 226 პირს შორის, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილიც არის. ამის შესახებ ინფორმაციას "ტვ პირველს" პატიმრების ოჯახის წევრები და სამოქალაქო ატივისტები აწვდიან.

  • ცნობისთვის, ფრიდონ ბუბუტეიშვილმა მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების განცხადებით მიმართა. 

ბუბუტეიშვილი 2024 წლის 9 მაისს დააკავეს. მას 20 წელი პატიმრობაში შეუსრულდა.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ აქტივიტს მოსამართლე ზვიად შარაძემ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა გასული წლის 20 იანვარს მიუსაჯა. ბუბუტეიშვილი სასჯელს პირველ პენიტენციურში სამარტოო საკანში იხდიდა.

  • მას ბრალად ედებოდა 2024 წლის 1 მაისს ქვის სროლით მეხანძრე-მაშველის დაშავება და პარლამენტის ჭიშკრის დაზიანება. ჭიშკრის დაზიანებამ 500-ლარიანი ზარალი გამოიწვია. პროკურატურამ საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა.

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს 226 პირი შეიწყალა.