მიხეილ ყაველაშვილმა გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძე შეიწყალა

28.08.26 01:33
მიხეილ ყაველაშვილმა გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძე შეიწყალა

მიხეილ ყაველაშვილმა პროევროპულ აქციაზე დაკავებული კიდევ ორი მსჯავრდებული შეიწყალა - 26 წლის გურამ ხუტაშვილი და 23 წლის დანიელ მუმლაძე თავისუფლები არიან.  ამის შესახებ ინფორმაცია "პირველებს" ადვოკატმა დაუდასტურა. 

დეკემბრის აქციების დროს დაპატიმრებულ ახალგაზრდებს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ შეფარდებული. სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.

ხუტაშვილმა და მუმლაძემ შეწყალების თხოვნით მიხეილ ყაველაშვილს ფრიდონ ბუბუტეიშვილთან ერთად მიმართეს. 

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს 226 პირი შეიწყალა.