წყალთაშუა-კურორტი საირმის გზაზე მიწის მასა ჩამოვიდა და გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა

27.08.26 20:52
წყალთაშუა-კურორტი საირმის გზაზე მიწის მასა ჩამოვიდა და გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა

წყალთაშუა-კურორტი საირმის საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე მიწის მასა ჩამოვიდა  და გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა, რის გამოც აღნიშნულ გზაზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

„ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და გზის წმენდის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.