მიხეილ ყაველაშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული სიმონ მახარაძე შეიწყალა

28.08.26 00:31
მიხეილ ყაველაშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული სიმონ მახარაძე შეიწყალა

მიხეილ ყაველაშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული სიმონ მახარაძე შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს დავით მახარაძე, მისი ბიძაშვილი.

სიმონ მახარაძეს საპროცესო შეთანხმება ჰქონდა გაფორმებული (1 წელი საპატიმრო, 3 წელი პირობითი) და ციხეს რამდენიმე თვეში, კერძოდ ოქტომბერში ტოვებდა.

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა.