მიხეილ ყაველაშვილმა დავით ხომერიკი შეიწყალა
მიხეილ ყაველაშვილმა პროევროპულ აქციაზე დაკავებულია მუსიკოსი, დავით ხომერიკი შეიწყალა - ამის შესახებ ინფორმაციას "პირველებს" ხომერიკის ადვოკატი უდასტურებს.
ხომერიკს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 4 წლით და 5 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
დავით ხომერიკს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 და 229-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას ედავებოდნენ, რაც გულისხმობს დანაშაულის მომზადებას და ასაფეთქებელი ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სხვა მოწყობილობის ან ნივთიერების გადატანა-განთავსებას.
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა.