მიხეილ ყაველაშვილმა საბა ჯიქია შეიწყალა
მიხეილ ყაველაშვილმა პროევროპულ აქციაზე დაკავებული საბა ჯიქია შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტები ავრცელებენ.
ცნობისთვის, 2025 წლის ივლისში მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა საბა ჯიქიას წლითა და 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა.
საბა ჯიქია 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს, მაშინ ის 18 წლის იყო.
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა.