4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული თორნიკე მჭედლიშვილი თავისუფალია

28.08.26 01:41
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული თორნიკე მჭედლიშვილი თავისუფალია

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული თორნიკე მჭედლიშვილი თავისუფალია - ის მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა.  ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტები ავრცელებენ.

ცნობისთვის, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის გადაწყვეტილებით - თორნიკე მჭედლიშვილს - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს