მიხეილ ყაველაშვილმა დენის კულანინი და ავთანდილ თოფჩიშვილიც შეიწყალა

28.08.26 11:41
მიხეილ ყაველაშვილმა დენის კულანინი და ავთანდილ თოფჩიშვილიც შეიწყალა

მიხეილ ყაველაშვილმა დენის კულანინი და ავთანდილ თოფჩიშვილიც შეიწყალა.

დენის კულანინი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს, მას რუსთაველის გამზირზე შსს-ს ავტომობილის დაზიანებას ედავებოდნენ და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. 

სამოქალაქო აქტივისტების თქმით, დენისი არავის დაკავშირებია - "დიდი ალბათობაა, რომ საემიგრაციოში ჰყავდეთ და რუსეთში უშვებდნენ" - წერს ნათია გაბრავა. 

რაც შეეხება ავთანდილ თოფჩიშვილს, ის 4 ოქტომბრის საქმეზე იყო დაკავებული. 

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა. 

მსგავსი სიახლეები