ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, 4 პისტოლეტი, 129 საბრძოლო ვაზნა, შაშხანა და მჭიდები - დაკავებულია 5 პირი

28.08.26 12:26
ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, 4 პისტოლეტი, 129 საბრძოლო ვაზნა, შაშხანა და მჭიდები - დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, იმერეთის, შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 5 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის 4 პისტოლეტი, 129 საბრძოლო ვაზნა, შაშხანა და მჭიდები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.