ამოღებულია 23 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „მეთადონი“ და „ალფა პვპ“ - დაკავებულია ერთი პირი

28.08.26 12:32
ამოღებულია 23 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „მეთადონი“ და „ალფა პვპ“ - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო  შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, თბილისში, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მის მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, 23 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ და დიდი ოდენობით „ალფა პვპ“.

პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები