"პირველების" ინფორმაციით, შეიწყალეს გიორგი კაჭკაჭიშვილი, რომლის გვარიც ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში ფიგურირებდა

28.08.26 13:21
"პირველების" ინფორმაციით, შეიწყალეს გიორგი კაჭკაჭიშვილი, რომლის გვარიც ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში ფიგურირებდა

"პირველების" ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა გიორგი კაჭკაჭიშვილი, რომლის გვარიც თბილისის ცენტრში ჩაცხრილული ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში ფიგურირებდა. როგორც "ტვ პირველს" ეუბნებიან მსჯავრდებულმა გლდანის ციხე გუშინ გვიან ღამით დატოვა. 

კაჭკაჭაშვილს, გამოძიება ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ცალკე გამოყოფილ საქმეზე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენას, შენახვასა და გასაღებას ედავებოდნა. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

"პირველები" გიორგი კაჭაჭაშვილის ადვოკატს დაუკავშირდა - გიორგი გელხაური ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სავარადოდ შეწყალებულია, თუმცა დასძნეს, რომ დეტალები არ იცის. 

მე შვებულებაში ვარ, კაჭკაჭიშვილი მე როგორც ვიცი არის შეწყალებული, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. შეწყალებით მიმართა, არ მიმართა, ეგ არ ვიცი", - ამბობს ადვოკატი გიორგი გელხაური.

პროკურატურის განცხადებით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გიორგი კაჭკაჭაშვილმა გიორგი ჯოხაძესთან ერთად სანდრო წივწივაძისგან შეიძინეს და შეინახეს ცეცხლსასროლი იარაღები, აღნიშნული იარაღებიდან ერთ-ერთი იარაღით, გელა უძილაურმა 2025 წლის 14 მარტს, შეკვეთით და ანგარებით განზრახ მოკლა ლევან ჯანგველაძე და მისი თანმხლები პირის მკვლელობა სცადა.

  •  გიორგი კაჭკაჭაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც მართლსაწინააღმდეგოდ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენას, შენახვასა და გასაღებას გულისხმობს.

ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა. ასევე უვადო პატიმრობა აქვთ მისჯილი მკვლელობის ორგანიზებით დაკავებულ ძმებს - დავით და გიორგი მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს. 

 

მსგავსი სიახლეები