თბილისის ზღვაში 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მყვინთავებმა, თბილისის ზღვაში რამდენიმე დღის წინ დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი 30 მეტრის სიღრმეზე იპოვეს.
საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, საგამოძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში, ყველა შესაბამისი წყალზე სამაშველო სპეც-ტექნიკის და აღჭურვილობის გამოყენებით მიმდინარეობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ცურვისას ზღვაში 23 აგვისტოს გაუჩინარდა.