ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ, ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს, არ გეგონოთ, რამეს გავატარებთ - მეუფე იაკობი
"ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ... ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს... არ გეგონოთ, რამეს გავატარებთ" - ასეთი იყო დღეს, მარიამობის დღესასწაულზე, ბოდბელი მთავარეპისკოპოსის გზავნილი ამბიონიდან.
მეუფე იაკობმა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის მეგობარია, ქადაგებისას სახელების და გვარების გარეშე მიანიშნა, რომ მის განცხადებას კონკრეტული ადრესატები ჰყავდა და სათქმელს ყველა მათგანი მიხვდებოდა.
"ყველა გონს მოდით, მასკარადი საჭირო არ არის" - ამბობს სასულიერო პირი.
მაღალი იერარქის თქმით, ეკლესიამ ბევრი რამ გააკეთა ქვეყნისთვის და სწორედ ეკლესიის დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას არ "ჭამენ".
ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა დღეს ამბიონიდან ასევე შერიგებისა და ერთიანობის აუცილებლობაზეც ისაუბრა.
ჩვენზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. დღეს ჩვენს ქვეყანას თუ არ ჭამენ, ეკლესიის დიდი დამსახურებაა. ითვალისწინებენ ჩვენს აზრს და კი მძიმედ გვაწვებიან, მაგრამ ღვთის შეწევნით ხდება, რომ დღეს კიდე გადარჩენილები ვართ, სრული სიმშვიდე რომ გვქონდეს, ერთიანობისკენ უნდა წავიდეთ, თუ არა რისი ქრისტიანი ხარ? ეკლესია როცა ამბობს, რომ შევრიგდეთ, ვისაც არ უნდა გაერთიანება და შერიგება თქვან...
ეკლესიას როცა სჭირდებოდა, ყოველთვის იქ იდგა, სადაც ღმერთს სჭირდებოდა საქართველოსთვის და ყოველთვის იქ დავდგებით. უბრალოდ მხარე ვერ გავხდებით, გვინდა, რომ ერთმანეთთან პატივისცემა იყოს, ეს სულელური რაღაცები არ გრძელდებოდეს და გავჩერდეთ. ვინმე კიდევ თუ დააპირებს ჩვენზე პასუხის გაცემას, დავანახებ როგორ უნდა პასუხის გაცემა. როგორც უნდა ისე მიიღონ. ქართველები ვართ და დაგვაცადონ წესიერად ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში.
გქირაობთ, გირჩევთ, ვინც არ აგვირჩევიხართ ისინიც ხომ ჩვენნაირმა უნდა აგირჩიონ, ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ. ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს, ეკლესიასაც მოეპყარით წესიერად. ვიცი რასაც ვამბობ და თქვენც მიხვდებით, რაზე არის საუბარი, თქვენ თუ არა ადრესატები მიხვდებიან და ვიყოთ ჭკვიანად. არავის არ ეგონოს, რომ რამეს გავატარებთ. ქართველები ვართ, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ და გონზე მოვიდეთ. გონზე მოვიდეთ და ეს მასკარადები არარ გვჭირდება. თორე რაც მითქვამს არ გამართლებულა? დღევანდლამდე, სამწუხაროდ სწორი მოქცევა ვერ ვისწავლეთ, ევრც ერთამენთთან, ვერც ღმერთთან და ვერც მოყვასთან ", - ამბობს მეუფე იაკობი.
ეს იყო ბოდბელი ეპისკოპოსის პირველი ქადაგება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გავრცელებული წერილების შემდეგ. ცნობისთვის, მეუფე იაკობი ირაკლი ღარიბაშვილის მეგობარია. მაღალმა იერარქმა ექს-პრემიერის წერილი თავის ფბ-გვერდზეც კი გააზიარა.