სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად კახეთში კაცი გარდაიცვალა

28.08.26 17:11
სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად კახეთში კაცი გარდაიცვალა

სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად კახეთში კაცი გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მოწამლულია კიდევ ორი პირი, რომელთა მდგომარეობაც არსებული ინფორმაციით, მძიმეა.

შემთხვევა თელავის სოფელ აკურაში მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები