რუსების მასობრივი შემოსვლა საქართველოში - რა საფრთხეებზე საუბრობენ ექსპერტები
რამდენად კონტროლდება ჩვენი საზღვარი და რამდენად უსაფრთხოა საქართველოში რუსების მასობრივი შემოდინება? - ამ კითხვას უსაფრთხოების ექსპერტები მას შემდეგ სვამენ, რაც გაირკვა, რომ წინა კვირაში ლარსით ჩვენს ქვეყანაში რუსეთიდან 113 000-ზე მეტი მოქალაქე შემოვიდა. ამის შესახებ გავლენიანმა გამოცემამ Politico-მაც დაწერა.
"ევროპული დემოკრატების" თავმჯდომარე, პაატა დავითაია ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საზღვრის კონტროლი, რადგან არის ვარაუდი, რომ ლარსზე რუსეთიდან სპეციალური ჯგუფები შემოვიდნენ და ჩვენს ქვეყანაში პროვოკაციები მოაწყონ.
ჩვენ ეს გამოცდილება ვნახეთ, როდესაც 2022 წელს დაწყო საბრძოლო მოქმედებები, რამდენი მოქალაქე დაიძრა საქართველოსა და ყაზახეთისკენ. გაწვევა 50 წლიდან 53 წლამდე აწიეს. გარკვეული საკითხებია დარეგულირებული, რომ საზღვრის გადაკვეთა არ ხდებოდეს. ეს მიანიშნებს იმას, რომ ტექნიკურად მათ ყველაფერი მზად აქვთ და ახლა ელოდებიან რუსეთის სათათბიროს არჩევნებს, არჩევნების წინ მობილიზაციის გამოცხადება მათთვის მიუღებელია და დიდი ალბათობით, არჩევნების შემდეგ მოხდება მობილიზაციის გამოცხადება.
კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის, შეიძლება სპეციალური ჯგუფები გადმოვიდნენ, პროვოკაციებს მოაწყობენ, გადადგამენ ნაბიჯებს, რაც არის იმ კაპმანიის, რომ თითქოს აქ რუსოფობიაა, რასაც ხელისუფლება ავრცელებს და ეს ფონი შეიძლება იყოს გამოყენებული", - ამბობს პაატა დავითაია.
რუსების მხირდან შესაძლო პროვოკაციის მოწყობაზე საუბრობს გია ხუხაშვილიც.
"ერთი-ორი ინციდენტი საკმარისი იქნება, რომ მათივე კანონმდებლობა ამუშავდეს და დაიწყოს ცხელი ექსპანსია" - ამბობს ხუხაშვილი.
ამ მიგრანტების უდიდესი ნაწილი უბრალოდ შეიძლება ომს გამოექცა, მაგრამ საკმაოდ მოზრდილი ნაწილი აგრეთვე არის რისკ-ფაქტორების შემცველი, რაც უკავშირდება რუსული აგენტურული ინფრასტრუქტურის განვითარებას საქართველოში, ეკონომიკურ ექსპანსიას. პროვოკაცია შეუძლია უბრალოდ მოაწყოს, ნებისმიერ მომენტში რუსეთმა. ერთი-ორი ინციდენტი საკმარისი იქნება, რომ მათივე კანონმდებლობა ამუშავდეს და დაიწყოს ცხელი ექსპანსია", - ამბობს გია ხუხაშვილი
გასულ კვირაში რუსეთიდან საქართველოში ლარსის გავლით 113 000-ზე მეტი ადამიანი შემოვიდა - ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა Politico წერს.
Politico-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ საქართველოში სახმელეთო გზით რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის ნაკადის ზრდა შესაძლო მობილიზაციის შიშებს უკავშირდება.
- ლარსის გამშვები პუნქტი ბოლო წლებში რამდენჯერმე დაიტვირთა. პირველად მაშინ, როცა რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, მეორედ კი - ვლადიმირ პუტინის მიერ "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამოცხადების დროს.