სტიქია ახალქალაქში - დაზარალდა ათობით სოფელი, დაიტბორა გზები და სახლები (ვიდეო)

29.08.26 19:09
სტიქია ახალქალაქში - დაზარალდა ათობით სოფელი, დაიტბორა გზები და სახლები (ვიდეო)

 

 

ძლიერი სეტყვა და უხვი ნალექი იყო დღეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში - სტიქიის შედეგად ათობით სოფელი დაზარალდა.

დატბორილია გზები - გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ წყალი ცენტრალურ ქუჩებზე უკონტროლოდ მიედინება. 

მოსახლეობა ამბობს, რომ სახლების პირველ სართულებზე და სარდაფებში წყალი ჩაუვიდათ. 

მოსახლეობის თქმით, განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო მიწები და მოსავლის ნაწილი. 

მსგავსი სიახლეები