ლილუაშვილის საქმე - სასამართლოში წერილობით მტკიცებულებებს და ვიდეო-ჩანაწერებს გამოიკვლევენ

31.08.26 11:37
ლილუაშვილის საქმე - სასამართლოში წერილობით მტკიცებულებებს და ვიდეო-ჩანაწერებს გამოიკვლევენ

გრიგოლ ლილუაშვილის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს წერილობით მტკიცებულებებს გამოიკვლევენ და დიდი ალბათობით ნახავენ იმ ვიდეო-ჩანაწერებს, რომლებიც საქმეში დევს.

როგორც სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის ადვოკატი "პირველებს" უყვება, საუბარია არა ფარული მიყურადებით მოპოვებულ ვიდეოებზე, არამედ საჯაროდ გაკეთებულ კომენტარებზე. 

ლანა ცერცვაძის თქმით, ერთ-ერთი ჩანაწერი ადასტურებს ფაქტს, რომ სასამართლოში ბრალდების მიერ მოყვანილ მოწმეს პირადი დამოკიდებულება აქვს ლილუაშვილთან, ამიტომ მის ჩვენებას ეჭვქვეშ აყენებენ. 

დღევანდელი ვიდეო-ჩანაწერების ნაწილი ეხება მათ შორის ინტერვიუებს, ასევე მთავრობის ადმინიატრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციებს, რომლებშიც საუბარია კონკრეტულ ბიზნესმენზე, რომელიც დაკავშირებულია ერთ-ერთ ეპიზოდთან. აღნიშნული ჩანაწერები კი წინააღმდეგობაში მოდის რიმეო მიქაუტაძის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციასთან. 

ის ჩანაწერი, რომელიც უარყოფით დამოკიდებულებასთან არის დაკავშირებული, სხვა ეპიზოდს ეხება, არ ეხება უშუალოდ რომეო მიქაუტაძის ეპიზოდს და აღნიშნული ჩანაწერებით ცალსახად ჩანს, რომ იმ პირპოვნებას, რომელიც სასამართლო სხდომაზე მოწმედ გამოიყენა ბრალდების მხარემ, საკუთარი პირადი დამოკიდებულება აქვს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მოწმის გულწრფელობას. 

გარდა ამისა, ამ ჩანაწერებში და სხვადასხვა საგაზეთო სტატიებში მის მიერ გაცხადებული პოზიცია, წინააღმდეგობაში მოდის იმ პოზიციასთან, რაც შემდგომ სასამართლოს მიეწოდა...

ამ ვიდეო-ჩანაწერებში ჩანს მათი არცთუ ისე დადებითი დამოკიდებულება ბატონი გრიგიოლის მიმართ, რაც კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს სვამს იმ იმფორმაციასთან დაკავშირებით, რაც შემდგომში მიაწოდეს სასამართლოს"- აცხადებს ადვოკატი, ლანა ცერცვაძე. 

რაც შეეხება წერილობით მტკიცებულებას, რომელსაც დღეს გამოიკვლევენ, ცერცვაძის თქმით, ეს მტკიცებულება ადასტურებს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მიერ მიცემული ჩვენების "აბსურდულობას". 

აღნიშნულით დასტურდება მაგალითად, ბატონი რომეოს მიერ სასამართლოში გაცხადებული ინფორმაციის აბსურდულობა. ეს ეხება, როგორც თურქი ბიზნესმენის ეპიზოდს, ასევე მეორე, გაზიფიცირების ეოპიზოდს. აღნიშნული დოკუმენტებით და ჩანაწერებით დასტურდება, მის [რომეო მიქაუტაძის] მიერ სასამარლო პროცესზე მიცემული ჩვენების აბსურდულობა.

გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება 23 სექტემბრამდე უნდა გამოცხადდეს. 

ცნობილია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ აღძრულ „ქრთამის აღების საქმეზე“ პროკურატურის ერთ-ერთი მოწმე ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, მსჯავრდებული რომეო მიქაუტაძეა. 

მიქაუტაძე გამოძიებისთვის მიცემულ ჩნებებაში წერს, რომ ლილუაშვილს თანხას კაბინეტში გადასცემდა.

საქმის პროკურორი ამბობს, რომ დაკითხეს ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომელის ნათქვამითაც დასტურდება „მიქაუტაძის მოწოდებული ინფორმაციის სისწორე და სანდოობა“.

გრიგოლ ლილუაშვილი გასული წლის 23 დეკემბერს დააკავეს -  ექს მაღალჩინოსანს ედავებიან „ფულის გათეთრების“ ოთხ ეპიზოდს.

რას ედავებიან ლილუაშვილს?

  • ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ლობირებისთვის თურქ ინვესტორ ჩაღათაი ულქერისგან $1 მლნ-ის აღებას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
  • გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიასგან 1,5 მლნ ლარის აღებას რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
  • 2021-2023 წლებში დანაშაულებრივი „ქოლცენტრების“ მფარველობას, საიდანაც ბრალდების ინფორმაციით, ლილუაშვილმა მიიღო $1 365 000;
  • პროკურატურა ამბობს, რომ ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით,  ბაღების შესყიდვებიდან  „ატკატებს“ იღებდა.

 

მსგავსი სიახლეები