გიორგი გაჩეჩილაძის მიზანია, ტალახში გასვაროს სხვა, რათა საკუთარი სიბინძურე ნაკლებად სჩანდეს - ნიკოლოზ რაჭველის პასუხი პროპაგანდას
მაესწტრო ნიკოლოზ რაჭველი პროპაგანდას პასუხობს - "გიორგი გაჩეჩილაძის მიზანია, ტალახში გასვაროს სხვა, რათა საკუთარი სიბინძურე ნაკლებად სჩანდეს" - დაწერა ხელოვანმა რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში, რითაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერის მიერ, ქართველი ლეგენდარული მომღერლის, ნანი ბრეგვაძის წინააღმდეგ მიტანილ იერიშს გამოეხმაურა.
გიორგი გაჩეჩილაძეს და ყველა დროის ე.წ. პროპაგანდისტს, ვისი ამოცანაც არის ერთმანეთს გადაჰკიდოს ქართველები, გააუფერულოს იმ ღვაწლმოსილ ადამიანთა დამსახურება ვისი პოზიციონირებაც არ მოსწონს, ტალახში გასვაროს სხვა, რათა საკუთარი სიბინძურე ნაკლებად სჩანდეს და კიდევ მოქალაქეები კვებოს იმ კონტენტით, რომელსაც შემდეგ როგორც წესი ათასობით ღვარძლიანი შეფასება და კომენტარი უნდა მოჰყვეს, ვფიქრობ დრო და ისტორია მიუჩენს საკადრის ადგილს! ჩვენ კი, მათი თავდასხმები ვერაფერს დაგვაკლებს, ვაგრძელებთ ჩვენი საყვარელი საქმის კეთებას და ჩვენი გულშემატკივრების გახარებას, თან უფრო დიდ გეოგრაფიულ არეალში ვიდრე მხოლოდ ერთი ქვეყანაა. არავის გვაქვს მასშტაბის პრობლემა და არც მკითხველი, მაყურებელი და მსმენელი მოგვკლებია, - წერს ნიკოლოზ რაჭველი.
"ოცნების" პროპაგანდისტმა "უცნობმა" ნანი ბრეგვაძეს და ფესტივალ "ოფენ ეარს" "ეი აის" მიერ გაკეთებული ვიდეო-რგოლით "დასცინა".